ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დარეჯან თვალთვაძე სტუდენტებს ამ წუთებში ხვდება.
იმ პერიოდში, როდესაც უნივერსიტეტში მიმდინარეობდა ჩარევა, ზეწოლა ლექტორებზე და პარტიული თამაში, თქვენ იყავით ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი და დღეს არ მაქვს იმის განცდა, რომ რექტორის არჩევნებზე ვინმე არ მოახდენს გავლენას და არ მოხდება არჩევნებში ჩარევა, - ასე მიმართა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ერთ-ერთმა სტუდენტმა, ელისაბედ გეგენავამ.
აღნიშნული განცხადების შემდეგ სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პასუხი აღარ მოუსმენია.
სტუდენტმა დარბაზის დატოვების დროს განაცხადა, რომ შეხვედრას პროტესტის ნიშნად ტოვებს, რადგანაც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიუხედავად” აუდიტორია 115”-ის წევრების მოთხოვნისა, ამ დრომდე არ შეხვდა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, იმ პერიოდზე, რაზეც სტუდენტები საუბრობენ, კერძოდ, ლექტორებზე ზეწოლაზე და საუნივერსიტეტო პროცესში ჩარევაზე 2005 წელს, ეს მისი დეკანად დანიშვნამდე მოხდა, შესაბამისად, თვალთვაძის თქმით, ის პასუხისმგებლობას არ იღებს მის მისვლამდე უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ შეხვდა ”აუდიტორია 115”-ის წევრებს, თვალთვაძემ განმარტა, რომ ის არ აპირებდა ორი დაპირისპირებული მხარიდან შეხვედროდა ერთ-ერთ მათგანს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.