მივიღებ თუ არა რექტორის არჩევნებში მონაწილეობას, ამ ეტაპზე პასუხი არ მაქვს, - განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დარეჯან თვალთვაძემ.
"არ ვიცი როგორ ჩაივლის არჩევნები, წინასწარ ამის პროგნოზირება გამიჭირდება. მე დღეს სტუდენტებთან შეხვედრაზე ვთქვი, რომ თუ რაიმე ტიპის ჩარევა იქნება გარედან, ჩვენ ამას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტონომიურია“, - განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.
სახელმწიფო უნივერსიტეტში დარეჯან თვალთვაძე სტუდენტებს შეხვდა, შეხვედრა დაახლოებით ორსაათნახევარს გაგრძელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.