დემოკრატიული და პრინციპული გადაწყვეტილებით, ამ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა ისტორიაში დატოვოს საკუთარი კვალი და ადგილი, - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.
"ჩვენი მოწვევის პარლამენტის დრო მიდის ბოლოსკენ. ჩვენ ვამთავრებთ მოღვაწეობას ამ მოწვევის პარლამენტში და გვაქვს მარტივი შესაძლებლობა, რომ ამ პარლამენტმა თავისი დემოკრატიული და პრინციპული გადაწყვეტილებით ისტორიაში დატოვოს საკუთარი კვალი და ადგილი; გაითვალისწინოს მოქალაქეების აზრი და რეალურად, ფუნდამენტურად შეცვალოს საარჩევნო სისტემა; რეალურად თქვას, რომ დიახ, აღარ მოირგებს არც ერთი პოლიტიკური ძალა საკუთარ თავზე საარჩევნო სისტემას, არამედ საქართველოში იქნება საარჩევნო სისტემა, რომელიც დაიცავს თითოეული ამომრჩევლის ინტერესს.
თუ ამ ცვლილებებს არ დავუჭერთ მხარს, ეს ნიშნავს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა გამოწვევებს ვერ უპასუხა და ისე დაასრულა საქმიანობა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს საქართველოში პარლამენტარიზმის, დემოკრატიის და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების კუთხით”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.