დიმიტრი ხუნდაძე: მოსახლეობის 15%-იანი კლება ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის შედეგია
28-04-2016, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსახლეობის 15%-იანი კლება ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის შედეგია, - ასე ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დღეს, საქსტატის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

 

 

”საქართველოს მოსახლეობამ 2002 – 2013 წლების მანძილზე 15%-ით იკლო. ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ეს საგანგაშო მონაცემებია, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მოსალოდნელ შედეგებს უახლოეს 20 წელიწადში მოსახლეობის დინამიკის შესახებ. მჯერა, დღევანდელი ინფორმაცია არ იქნება სახარბიელო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, სწორედ ამიტომ არ აკეთებენ ისინი კომენტარს აღწერის შედეგებზე.

 


მოსახლეობის ასეთი მასშტაბური კლება პირველად დაფიქსირდა 90-იანი წლების შემდეგ და ეს კლება სწორედ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოხდა. თუკი ისინი აშენებდნენ ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოს, მაშინ რატომ გარბოდა ქვეყნიდან ხალხი?

 

 

მოსახლეობის კლება მიგრაციასთან ერთად გამოწვეულია 2002 წლიდან 2012 წლამდე სიკვდილიანობის ყოველწლიური მატებით. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანდაცვა ხელმიუწვდომელი იყო, უფულობის გამო ქუჩაში იღუპებოდნენ. სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო ციხეებში. მოსახლეობისგან დაიცალა მთიანი რეგიონები, სოფლები. ჩნდება ლოგიკური კითხვა - ხდებოდა თუ არა ყოფილი ხელისუფლებისგან რეგიონების და ტერიტორიების შეგნებულად დაცლა მოსახლეობისგან, რადგან შეუძლებელია მათ არ ჰქონოდათ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სწორედ ამ არასწორმა და ქვეყნისათვის საშიშმა პოლიტიკამ მოგვცა ის შედეგები, რაც დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა.

 

 

ვიმედოვნებ, მოსახლეობის ის ნაწილი, განსაკუთრებით, ჟურნალისტები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ჩვენს მიერ 3 წლის მანძილზე წარმოებულ ძლიერ დემოგრაფიულ პოლიტიკას, დღეს დამოკიდებულებას შეიცვლიან არსებული რეალობის მიმართ.

 

 

დღეს კი ვმუშაობთ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაზე, რომელსაც მალევე მოჰყვება სამოქმედო გეგმა. დღეს, ამ მონაცემების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ განხორციელებული სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი