თამაზ მეჭიაური საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ IRI და NDI ორკესტრირებულად მუშაობენ ”ნაციონალურ მოძრაობაზე”.
დეპუტატის აზრით, ”არის მცდელობა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში, რომელიც ისედაც გარანტირებული აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს, მოხდეს არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება”.
”ცალსახად, ეს ორგანიზაციები ორკესტრირებულად მუშაობენ ”ნაციონალურ მოძრაობაზე”. ერთგვარი შემზადება ხდება საზოგადოებრივი აზრის, რომ შემოდგომაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები - სურვილი აქვთ, რომ უკრაინული ვარიანტის მსგავსი რამ აქაც გაიმეორონ, მაგრამ მეეჭვება ეს მოახერხონ. ისინი აბსოლუტურად გაკოტრებულები არიან თავიანთ სატელიტებთან ერთად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.