საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 22 % მიიჩნევს, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, 52 % კი ფიქრობს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამავე დროს რუსეთთან კავშირები უნდა შეინარჩნოს. 11 % აზრით, საქართველოს პრორუსული კურსი უნდა გააჩნდეს, თუმცა, ამავე დროს დასავლეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოს, ხოლო 4 % ფიქრობს, რომ ქვეყნის კურსი უნდა იყოს პრორუსული.
კითხვაზე, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს საქართველოში რუსეთთან არსებული ურთიერთობის გამო, 12 % ამბობს, რომ ”ძალიან დაცულია”, 41 % - ”უფრო მეტად დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე დაუცველად”, 32 % - ”უფრო მეტად დაუცველად, ვიდრე დაცულად”, ხოლო 10 % - ”დაუცველად”.
რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს, 59 % სრულიად უჭერს მხარს, 24 % - ნაწილობრივ, ხოლო 10 %- სრულიად ეწინააღმდეგება.
გამოკითხვის ფარგლებში 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.