რუსეთმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, ოთარ ყალიჩავას, მეტსახელად ოთარიკ ზუგდიდსკის ექსტრადიცია განახორციელა. რუსული მედიის ინფორმაციით,
ყალიჩავას ექსტრადირება მოსკოვიდან თბილისში განხორციელდა.
“რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიპეცკელ კოლეგებთან ერთად 36 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, ე.წ კანონიერი ქურდი დააკავა, რომლის მეტსახელია ოთარიკ ზუგდიდსკი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.