სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
29-04-2016, 06:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. გარდამოხსნა საკურთხევლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

 

გარდამოხსნა უწმინდესს თავზე ჰქონდა გადაფარებული და საკურთხევლიდან მსვლელობით ერთხელ მოხდა ტაძრის შუაგულში შემოტარება, რის შემდეგაც გარდამოხსნა მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე - „საფლავზე“ დაასვენეს. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

 

გარდამოხსნის წინაშე სასულიერო პირებმა და მრევლმა დიდი მეტანიები შეასრულეს და მას ემთხვივნენ. მანამდე ტაძარში წაიკითხეს სპეციალური ლოცვები, ასევე წმინდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი უფლის გაცემის, პილატეს სამსჯავროზე წარდგომის, წამების, ჯვრაცმის და საფლავად დადების შესახებ.

 

მსახურების ბოლომდე, ასევე წაიკითხავენ ღვთისმშობლის დატირებას და მრევლს საშუალება ექნება მოისმინოს საგალობელი, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზეა შექმნილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი