ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მოსულმა უხვმა ნალექმა, ადგილობრივი მდინარის ადიდება გამოიწვია, რის გამოც სოფელში 30-მდე სახლი და ეზო დაიტბორა.
გავაზის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის რამაზ წყალობაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია და სახლებიდან წყლის ამოტუმბვა უკვე დასრულებულია.
"ღამის ორი საათიდან გარეთ ვართ და ვმუშაობთ. ამ დროისთვის სახლებიდან წყლის ამოტუმბვა დასრულებულია. მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგა" , - განაცხადა წყალობაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.