კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება აუცილებლად გადაიხედება და პასუხი მას სერიოზულად მოეთხოვება.
როგორც მან სატელევიზო დებატებისას აღნიშნა, კომპანიას დამატებითი ავტოსადგომების მშენებლობა, საკუთარი სახსრებით მოუწევს.
"სითი პარკთან" სწორედ თქვენი ხელისუფლების პერიოდში გაფორმდა ასეთი კაბალური ხელშეკრულება. ვიცი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დადგება ქალაქი, მაგრამ ჩვენ კომპანიას ძალიან სერიოზულად მოვთხოვთ პასუხს და ძალიან სერიოზულად მოვთხოვთ პასუხს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხელშეკრულების გაფორმაბაზე იყვნენ პასუხისმგებელნი" - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ხელშეკრულების გადახედვის შემდეგ, კომპანიას აუცილებლად მოეთხოვება, რომ დამატებით, თავიანთი სახსრებით, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა, მრავალსართულიანი პარკირების ადგილები ააშენონ.
დავით ნარმანიამ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე გაცემულ ნებართვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, სწორედ ასეთი უკანონობები ხდებოდა.
"რეკრეაციული ადგილები ამოირიცხებოდა წითელი ზონებიდან და მშენებლობაზე ნებართვების გაცემა ხდებოდა. არაერთი პარკია, სადაც უკანონო მშენებლობებზეა გაცემული ნებართვა. კონკრეტულად ვაკის პარკთან დაკავშირებით კი, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით და რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, მას დავექვემდებარებით" - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
დავით ნარმანიამ პროექტ "პანორამა თბილისის" განხორციელების შეჩერებაც არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებასთან და დარგის ექსპერტებთან შეთანხმების შემდეგ უნდა იქნას მიღებული.
"პანორამა თბილისი" ის პროექტია, რომელიც საზოგადოების მონაწილეობით უნდა იყოს განხილული, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს შესაბამისმა ექსპერტებმა, კულტურული მეცნიერების, ურბანული სფეროს წარმომადგენლებმა და თუ მათი დადებითი დასკვნა არ იქნა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროექტი საერთოდ არ განხორციელდეს" - განმარტა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.