საფრანგეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად, დაკავებულია 214 ადამიანი და დაშავებულია 78 პოლიციელი. ინფორმაციას „Le Figaro“ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„214 ადამიანია ხუთშაბათს დაკავებული და მთლიანად 1961 - ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პროტესტი დაიწყო“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ძალადობა მიუღებელია და ყველა დაკავებულს სამართლიანი გადაწყვეტილება ელის.
საფრანგეთში შრომის კანონმდებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.