დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან. ეს ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს განახორციელებენ.
თბილისში ვიზიტის დროს, ისინი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, ასევე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს, სახალხო დამცველსა და ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდებიან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართულ დელეგაციასთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ვიზიტი 5 მაისამდე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.