2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ, 4 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
მისი განმარტებით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებ-გვერდზე - registration.emis.ge და დასრულდება 25 მაისს, 20.00 საათზე.
რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულიდან.
მოსწავლის დასარეგისტრირებლად აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში შესაბამის ველებში იქნას მითითებული ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები.
ამის შემდეგ მშობელმა უნდა აირჩიოს სასურველი სკოლა და დააჭიროს რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი მიიღებს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
როგორც გიგაურმა აღნიშნა, პირველკლასელთათვის 70.500 ადგილია გამოყოფილი და ამ ეტაპზე დარჩენილია 52 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.