პოლონეთი საქართველოს ნატოს სამიტზე აქტიურ მხარდაჭერას ჰპირდება, ამიშ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და პოლონეთის სენატის მარშალ, ბოგდან ბორუსევიჩის შეხვდრისას იყო საუბარი.
პოლონურმა მხარემ, უპირველესად, მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და აღინიშნა, რომ მისი რატიფიცირება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება.
ბოგდან ბორუსევიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, პოლონეთი იქნება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ნატოს სამიტზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში სექტემბერში გაიმართება.
მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფების თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო თვითმმართველობის არჩევნებს და რეგიონალურ საკითხებს. მათი განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმას ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და პოლონეთის განსაკუთრებული ურთიერთობა და ყურადღება მისი გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა პოლონურ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.