”ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტ წარმატებას მიაღწევს, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”მიზეზი ძალიან მარტივია - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანწილად - დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმით ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იყო გაყალბებული. უბრალოდ, ”ნაციონალებს” გაყალბების, კარუსელების, დაშინების რესურსი არ ეყოთ იმ მხარდაჭერის გადასაფარად, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ”ქართულ ოცნებას” გამოუცხადა”, - განაცხადა ჟვანიამ.
მისივე აზრით, არჩევნებში მეორე ადგილზე ისევ ”ნაციონალური მოძრაობა” გავა და პარლამენტში დაახლოებით 15-17 დეპუტატით მოვლენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.