ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლების გაყალბებული სიები ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს
03-05-2016, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხელისუფლების გაყალბებული სიები ხელისუფლებას ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე.

 

 

„არაერთგზის თქმულა იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემის თაობაზე, რასაც ჰქვია ამომრჩეველთა სია. „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს აპირებს ამომრჩეველთა იმ სიით ჩაატაროს არჩევნები, სადაც 3 500 000 ამომრჩეველია, წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ ამომრჩეველთა სია არის ნომერ პირველი პრობლემა არჩევნების ლეგიტიმურობისა. ყველას ძალიან კარგად ახსოვს ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ის ამომრჩეველთ სიას ხელახლა გადაამოწმებდა და ახალი სიით ჩაატარებდა არჩევნებს, თუმცა მან არც ეს დაპირება არ შეასრულა.

 


ყველასათვის ცნობილია, რომ სამწუხაროდ, საქართველოში 3 500 000 მოსახლეც კი არ არის, აღარაფერს ვამბობ ამომრჩეველზე. დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობა 223 სოფლამდე გაიზარდა. 74-დან 157-მდე გაიზარდა იმ სოფლების რაოდენობა, სადაც ერთი ან ხუთი მოსახლე ცხოვრობს. რომელ 3 500 000 ამომრჩეველზე ვლაპარაკობთ, თუნდაც ის 200 000 ხმა, რომელიც განსხვავებულია საქსტატისა და იუსტიციის სამინისტროს მონაცემებში, ეს 200 000 ხმა დაახლოებით მინიმუმ 7-8%, უფრო სწორად კი თითქმის 10 პროცენტია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მე არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს ახლა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დრო გაეშვა, მაგრამ ის, რომ დღეს საქართველოში არის არასწორი და წინასწარ გაყალბებული საარჩევნო სია, რომლითაც აპირებენ არჩევნების ჩატარებას, ეს არის ფაქტი და ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იყოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი