„პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ ქუთაისის ოფისმა "გვირილობასთან" დაკავშირებით ღონისძიებები გამართა
03-05-2016, 07:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ ქუთაისის ოფისმა ქუთაისობის დღესასწაულის აღსანიშნავად რიგი ღონისძიებები გამართა. თეთრ ხიდზე ქუთაისის ოფისის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მოსახლეობას დაურიგეს გვირილების თაიგულები და მისალოცი ბარათები. საღამოს - კი, ოფისის ტერიტორიაზე ფონდის წევრებმა Street Art-ით მოხატეს ასფალტი და საჰაერო ფრანები გაუშვეს.

 

 

,,უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველა ქუთათურს მივულოცო გვირილობის დღესასწაული, რომელიც საუკუნეზე მეტ ისტორიას ითვლის. გვირილობა გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას უკავშირდება. მან და მისმა გიმნაზიელმა მეგობრებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში გვირილების გაყიდვის საქველმოქმედო აქცია მოაწყეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას ტრადიციის სახე მიეცა და მალე ის საერთო სახალხო დღესასწაულში გადაიზარდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, შეგვენარჩუნებინა წინაპრების ტრადიციები, ის, რაც ფესვებს გვიმაგრებს, აქტიურად მიგვეღო მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში და ჩვენი თანაქალაქელებისთვის მიგველოცა დღესასწაული“- განაცხადა ,,პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, კობა ჩიხლაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი