ეროვნული აკადემია პარლამენტისგან “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.
ამ მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და მდივან აკადემიკოსმა ირაკლი ჟორდანიამ მიმართეს.
საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტზე ასაკობრივი შეზღუდვა გავრცელდება - პროექტის გათვალისწინებით, ამ ორ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს პირი 70 წლის ასაკიდან. ამავე ცვლილებებით, მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს, სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს - აკადემიას სტიპენდიანტების არჩევისა და მათთვის 1000-ლარიანი ყოველთვიური ანაზღაურების დანიშვნის უფლებამოსილება მიეცემა.
პროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ მოამზადა.
“გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის - არც საერთო კრებისა და არც აკადემიური საბჭოსთვის, არც აკადემიის პრეზიდენტისა და ცალკეული წევრებისთვის არ იყო ცნობილი. რამდენადაც გამოირკვა, პროექტი არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ყოფილა შეთანხმებული. გამომდინარე აქედან, გთხოვთ, შეაჩეროთ პროექტის განხილვა აკადემიის საერთო კრების მიერ საკითხის განხილვამდე“, - აღნიშნულია დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.