თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული აუქციონის დასრულებას ელოდებიან, რასაც ისინი მერიასთან დამონტაჟებულ ეკრანზე აკვირდებიან.
მიმდინარე საპროტესტო აქციას ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა მერიასთან მიიტანეს ბანერი, წარწერით „მოისროლე ბიძინა“. ასევე ორგანიზაციის წევრები სკანდირებენ: „წადი, წადი“.
„თავისუფალი ზონის“ წევრები საავტომობილო გზის დაკავებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მათ გზის გათავისუფლება მოსთხოვეს.
მცირე შელაპარაკების შემდეგ აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიის მიმდებარედ, ტროტუარზე გადაინაცვლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.