არჩევნების მე-2 ტურში, ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდის მიზნით, ზოგიერთი ბიზნეს-კომპანია მომხმარებელს, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ამას მარკირების წარმოდგენით დაადასტურებს, 12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს.
სატელევიზიო ეთერით გადაცემულ სარეკლამო რგოლში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ. კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლებას "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიან ფასდაკლებას "გალფსა" და "ვისოლში".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.