სერგო რატიანი - მძიმე სანახავია, როცა უმაღლესი თანამდებობის ორმა პირმა ვერ გადაწყვიტა არჩევნებთან დაკავშირებული ელემენტარული საკითხი
03-05-2016, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, სერგო რატიანი არჩევნების თარიღს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ელემენტარული საკითხის გადაწყვეტაშიც უუნაროა.

 

”სრულიად გაუგებარი, აბსურდული და ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორმა პირმა ვერ გადაწყვიტა ელემენტარული საკითხი. ამითაც ვხედავთ, რომ ფაქტობრივად მთელი ”ქართული ოცნების” ხელისუფლება, მათ შორის პრეზიდენტიც, რომელიც მათი მხრიდან იყო წარდგენილი, სრულიად უუნაროა ელემენტარული საკითხების გადაწყვეტაში”, - განაცხადა სერგო რატიანმა.

 

როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო სექტორიც პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გავლას ურჩევს.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ პრეზიდენტს არჩევნების შესახებ ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა მაისის დასაწყისში აქვს დაანონსებული, მაშინ როცა პრემიერმა მას თხოვნით მიმართა, ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს.

 

პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მაისში გამოცემის შემთხვევაში ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 5 თვით ადრე - სწორედ მაისიდან გადავა, თუმცა როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს რამდენიმემილიონი ლარით მეტ დანახარჯს გამოიწვევს, რისი ფუფუნებაც ბიუჯეტს არ აქვს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი