ნონა გაფრინდაშვილი არის ინტელექტის გამარჯვების და მებრძოლი სულის სიმბოლო, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ჭადრაკის სასახლეში, სადაც იგი ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
„დღეს არის ძალიან დიდი დღე. გაიხსნა ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი. ნონა გაფრინდაშვილი ყველა ქართველისთვის და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ორი რამის სიმბოლო, ეს არის ინტელექტის გამარჯვება და ეს არის მებრძოლი სულის გამარჯვება. ჩემთვის არის ეს ადამიანი უაღრესად საყვარელი. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და მინდა ქალბატონ ნონას ვუსურვო ჯანრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ხვალინდელი დღის საიმედოდ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ ქართული ხალხისთვის გააკეთეთ ქალბატონო ნონა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავი საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.