საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს.
”დღეს დემოკრატიული სამყარო თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. პრესის თავისუფლება თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მონაპოვარია და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარების საფუძველია. სწორედ აქეთკენ მივისწრაფვით და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ დღეს, სადაც საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნილება გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა. დაბალანსებული, სიღრმისეული და, რაც მთავარია, სწორი ინფორმაციის მიწოდება ჟურნალისტების მოვალეობაა, ისევე, როგორც მთავრობის ვალდებულებაა ჟურნალისტების თავისუფლად, ღიად და შეუზღუდავი საქმიანობის უზრუნველყოფა.
დარწმუნებული ვარ, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენი მოვალეობები და ვალდებულებები გვაკისრებს. გასულ თვეს, საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველო, 180 სახელმწიფოს შორის 64-ე ადგილზეა, რაც 2015 წელთან შედარებით, 5 ადგილით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, მიღწეული შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. მინდა თითოეულ ჟურნალისტს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო წარმატება”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.