თანაინვესტირების ფონდი ადასტურებს, რომ კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე თავად შეიძინა. როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუქციონში მონაწილეობა ფონდის შუამავალმა კომპანიამ მიიღო.
”ჩვენ გვინდა გავაკეთოთ განცხადება, რომელიც უკავშირდება გამოცხადებულ აუქციონს თაბორის მთაზე, 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა თავისი შუამავალი კომპანიის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ აუქციონში, რომელიც საჯაროდ გამოცხადდა და დაფიქსირდა გამარჯვებულად. დღეს, 17:00 საათზე დასრულდა აუქციონი. ბუნებრივია, შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურების გავლით, ჩვენ გავაფორმებთ ხელშეკრულებას და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავიწყებთ ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მათ შორის თანხის გადახდას”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.