თანაინვესტირების ფონდი აუქციონზე შეძენილ ტერიტორიაზე ”ბრწყინვალე რეკრეაციული სივრცის” მოწყობას გეგმავს
03-05-2016, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თანაინვესტირების ფონდი აუქციონზე შეძენილი, კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებულ 29 ჰექტარი მიწის ტერიტორიაზე ”ბრწყინვალე რეკრეაციული და სპორტული გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცის” მოწყობას აპირებს.

 

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ შორის დაგეგმილია მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა.

 

”გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება და იდეა აღნიშნული ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც განვიხილავთ ბრწყინვალე შესაძლებლობად ქალაქისთვის, რომ ქალაქის მკვიდრმა და სტუმარმა მიიღონ ბრეყინვალე რეკრეაციული, სპორტულ გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცე. ცხადია, შესაბამის აუქციონს თან ახლდა კონკრეტული პირობები, რომელიც ითვალისწინებს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას - საუბარია მაღალი კლასის სასტუმროზე. ასევე ითვალისწინებს იქ არსებული მწვანე ნარგავების და ხეების მოვლა-პატრონობას, არსებული ხეების შენარჩუნებას და ახალი ხეების დარგვას. ამასთანავე, პერსპექტივაში გათვალისწინებულია მოქმედებები, რომელიც უკავშირდება საირიგაციო სისტემის მოწყობას და შესაბამისი ნოყიერი ნიადაგების შეტანას, ვინაიდან საქმე გვაქვს საკმაოდ გახრიოკებულ ნიადაგებთან. ბუნებრივია, შესაბამისი კვლევები, შესაბამისი საექსპერტო დასკვნები იქნება შემუშავებული და წარმოდგენილი, მაგრამ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა პირობა იქნება ზედმიწევნით შესრულებული. ეს შეეხება როგორც ირიგაციის მოწყობას, ასევე განაშენიანების ფართს, რომელიც ასევე არის შეზღუდული”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ”ნებისმიერი მშენებლობა, თუკი რამ განხორციელდება რეკრეაციული, საზოგადო დანიშნულებით, განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ სიღრმეში ანუ, ეს არ იქნება აღქმული დედაქალქის არც ერთი ხედიდან”.

 

”მიგვაჩნია, რომ ნამდვილად არის საჭიროება, ქალაქში ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აღმოჩნდნენ ბრწყინვალე ბუნებაში, რომელიც იქნება მოვლილი, კეთილმოწყობილი და დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული მოქმედებით - აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სარბენი ბილიკები, ველობილიკები, სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ჯანსაღ და სუფთა გარემოში კარგად გაატაროს დღე. ამ მომენტისთვის გარკვეული იდეის დონეზე გვაქვს მოსაზრება, რომ გავაკეთოთ გოლფის მოედანი, რომელიც მწირი რაოდენობით ითხოვს ნაგებობეს, თუ საერთოდ ითხოვს”, - აღნიშნა თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი