შინაგან საქმეთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში გასვლითი თათბირი ჩაატარა. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე შს მინისტრმა რეგიონების მიხედვით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.
გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად პრობლემური საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ ახალი დავალებები მისცა.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრმა სამართალდამცველებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.