საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას 2016 წელს მიიღებს, - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გააკეთა.
"საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, თუმცა, ამ ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლისთვის ყველა საჭირო პირობა დააკმაყოფილეს" - აღნიშნა ჰანმა.
მისივე თქმით, საქართველომ და უკრაინამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიური რეკომენდაციები უკვე მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.