თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ტყემალაძე ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, საუბარი იმაზე, რომ პროექტი არის ბიზნესთან დაკავშირებული, ძალიან დილეტანტურია განაცხადა ”PALITRANEWS”-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, პროექტი არ უკავშირდება ბიზნესს და გარკვეული ფინანსური მოგების მიღების მოლოდინს, რის დამადასტურებელ მაგალითადაც მან ”თანაინვესტირების ფონდის” მიერ გაკეთებული განცხადება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, კომპანია, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე საქმიანობის განხორციელებისთვის უფრო რეალურ პროექტს წარადგენს, 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ მიიღებს.
”საუბარი იმაზე, რომ ეს პროექტი არის ბიზნესთან დაკავშირებული და ვიღაც რაღაც მოგებას ხედავს ამ პროცესებში, მე მგონი ძალიან დილეტანტურია. ეს რა თაქმა უნდა არ არის ბიზნეს-პროექტი, ეს არის სარეკრეაციო მიმართულებით განსავითარებელი, ეს არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც ინვესტიციაც იდება, ეს მოცულობები, რა ვალდებულებებიც დღეს გააჩნია ამ პროექტს, არ იძლევა მოგების საშუალებას”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად ”თანაინვესტირების ფონდმა” იყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო. აუქციონი, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.