გიორგი მარგველაშვილი: მინდა თავი დავხარო იმ მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ მათი სულები აქ არიან და მომავალშიც იქნებიან
04-05-2016, 02:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს სახელით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 25 წლის იუბილე მიულოცა.

 

 

პრეზიდენტმა ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ღონისძიებაზე სამხედროებს სიტყვით მიმართა.

 

 

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს. 25 წლის წინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავხდით დამოუკიდებლები და დავიწყეთ ჩვენი სახელმწიფოს ხელახლა შენება, გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი, დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა. ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმ ისტორიული ლოგიკით, რომელშიც ჩვენი სახელმწიფო 3 000 წლის განმავლობაში არსებობდა.

 

 

თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას. ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ სამსახურისთვის და მინდა თავი დავხარო იმ მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ მათი საქმე და მათი სულები აქ არიან და მომავალშიც იქნებიან. საქართველოს სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე, მადლობელია იმისთვის, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ, იღვაწონ, ქვეყანა ააშენონ და წინ წაწიონ გამომდინარე იმ სამსახურიდან, რომელსაც თქვენ ეწევით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წელი 30 აპრილს შესრულდა. სააღდგომო დღესასწაულების გათვალისწინებით, წელს საიუბილეო თარიღი საზეიმო ღონისძიებით 4 მაისს აღინიშნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი