აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არმიის დღე მიულოცა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
განცხადება ნიკოლას ბერლინერმა ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე გააკეთა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
„ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 25-ე წლისთავი. როგორც იცით, საქართველოსა და აშშ-ს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა აქვს. ჩვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთში. ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო თანამებრძოლები არიან. საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ამდენი ქალი და მამაკაცია უნიფორმაში. ჩვენ ვამაყობთ თანამშრომლობით თქვენს ქვეყანასთან“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.