თინა ხიდაშელი: თანამედროვე ქართული ჯარი იდეალური არ არის, ის ზუსტად ისეთია როგორიც ქართული სახელმწიფო, მაგრამ მისი საუკეთესო ნაწილია
04-05-2016, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თანამედროვე ქართული ჯარი იდეალური არ არის, ის ზუსტად ისეთია როგორიც ქართული სახელმწიფო, საზოგადოება, მაგრამ მისი საუკეთესო ნაწილია, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ვაზიანში შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჯარი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემოქმედია, მისი არსებობის გარანტი, სახელი და დიდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ქვეყანას სასახელო ისტორია აქვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი აწმყო, რომელიც ჩვენი სამხედროების გამორჩეული ისტორიებით იბადება. დამოუკიდებლობის 25 წელი გამორჩეულად მძიმე, ტკივილებით სავსე იყო, გაჭირვების, ომების, შიმშილის წლები სწორედ ჩვენი სამხედროების გამორჩეული გმირობის ისტორიებმა გადაგვატანინა.

 

 

ჩვენს თვალწინ, ჩვენს თანამედროვეობაში ჩვენი ისტორიის საუკეთესო მაგალითებისმაგვარი ისტორიის ფურცელი ჩაწერა გიორგი ანწუხელიძემ. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისით და დარწმუნებული ვართ, ბევრი საუკუნეების განმავლობაში ვიამაყებთ ამ ისტორიით. ბევრი საუკუნის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძე იქნება ხატება ქართული სახელმწიფოს სიძლიერის და თავისუფლებისთვის ბრძოლის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე 30 აპრილს შესრულდა. სააღდგომო დღესასწაულების გამო საზეიმო ღონისძიებები ვაზიანში დღეს გაიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი