ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი გვაქვს, - განაცხადა აქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„მოლოდინი გვაქვს დადებითი, ამ წუთში ეროვნული ბანკი ძალიან ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამყარებას, რომ არ მოხდეს ზედმეტი რყევები ბაზარზე და ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს, მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად კიდევ უფრო გამყარდება ლარი და ამის ყველა წინაპირობა გვაქვს როგორც ფუნდამენტურ, ასევე განწყობების ნაწილში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.