საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი წინასაარჩევნო პერიოდს ეხმიანება და აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია ზუსტად ისე უნდა დაიწყოს, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და მისთვის გაუგებარია, საერთოდ რაზე მიდის დავა. თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართება.
"კანონს არა აქვს არავითარი საიდუმლოებები და ფარული მუხლები, ამიტომ მე საერთოდ არ მესმის, აქ დავა რაზეა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონსულტაციები შედგება, წარმატებით დასრულდება და ეს წარმოუდგენელი სპეკულაცია არარსებულ თემაზე, არარსებულ დავაზე დასრულდება. პოლიტიკური პარტიები მუდმივად საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არიან იმის მიუხედავად, არჩევნების თარიღი გამოცხადებულია თუ არა, პარტიას, რომელიც არჩევნებისთვის მზადებას იმ დღიდან იწყებს, რა დღესაც მას გამოუცხადებენ, რომ ზეგ არჩევნებია, არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, საერთოდ რაზე ვკამათობთ",- განაცხადა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.