თბილისის ზოოპარკი მაისის ბოლოს, ასზე მეტ ცხოველს მიიღებს, - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკმა რიგის ზოოპარკიდან 7 ცხოველი უკვე მიიღო, ხოლო 100-ზე მეტ ცხოველს ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქის ზოოპარკებიდან ელოდებიან.
„ველოდებით ევროპის სხვადასხვა ქალაქის ზოოპარკიდან ასზე მეტ ცხოველს, ბევრი ისეთი ცხოველი იქნება, რომელიც ჯერ არასდროს ყოლია თბილისის ზოოპარკს. მაგალითად, ანტილოპა, გნუ და მაიმუნების ორი სახეობა“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ზოოპარკის დირექტორის განმარტებით, ახალი ცხოველების დასახვედრად ვოლიერები უკვე მზად არის.
ამასთან, როგორც გურიელიძემ აღნიშნა, ზოოპარკის იმ ტერიტორიაზე, რომელიც სტიქიის დროს გადარჩა, ახლა მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, რომელიც დღე-დღეზე დასრულდება და მზად იქნება ახალი ცხოველების მისაღებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.