"ტავ ჯორჯიასთან" დასადები განახლებული ხელშეკრულება თურქულ კომპანიას ახალ ვალდებულებებს გაუჩენს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საერთაშორისო საავიაციო ასოციაციის ექსპერტთა დასკვნამ აჩვენა, რომ "ტავ ჯორჯიას" მიმართ ბევრი პრეტენზია აბსოლუტურად სწორი იყო.
"სამწუხაროდ, კომპანიამ არ გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო იმისთვის, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ინფრასტრუქტურული ობიექტის - თბილისის აეროპორტის პოტენციალი ბოლომდე ყოფილიყო გამოყენებული. ჩვენ ივლისის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ განახლებულ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რაც მათ უკვე ძალიან კონკრეტულად დაავალდებულებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც საქართველოს საჰაერო-სატრანზიტო პოტენციალს რამოდენიმე საფეხურით გაზრდის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს საავიაციო ფორუმი, სადაც ჩამოსული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების, მათ შორის დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ იმ პოტენციალით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.
"ეს პოტენციალი დიდწილად გამოუყენებელია იმის გამო, რომ კონტრაქტორი კომპანია, სამწუხაროდ, არ აქცევდა სათანადო ყურადღებას იმ ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, რომლებზეც მას უნდა დაეხარჯა ფული და მიექცია ყურადღება", -განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.