"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ბოტანიკური ბარის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის.
”გაუგონარი მასშტაბის უსამართლობა ჩაიდინეს თბილისის მერიამ და ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თვალი დაადგეს და მიისაკუთრეს საზოგადოების და ჩვენი ყველას საკუთრება. საკანონმდებლო და სხვა დონეზეც უნდა იყოს განხილული. ჩვენ აქტიურად ჩავებმებით პროცესში, რომელიც საზოგადოებრივ პროტესტს დააფიქსირებს. ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის. ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ყველამ, მათ შორის, არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა პატივის უნდა სცეს ქართველ ხალხს”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.