უმსხვილესი იაპონური კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს
04-05-2016, 07:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფოლადის ბაგირებისა და მეტალის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს, - განაცხადა კომპანიის თავმჯდომარემ, შიგეტო ტანაკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას.

 


კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების გეგმას ეცნობიან და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.

 


„ჩვენი კომპანია უკვე 130 წლისაა, ერთ-ერთი უძველესია იაპონიაში და ცნობილია მთელს მსოფლიოში ფოლადის ბაგირების წარმოებით. საქართველოში ჩვენ ჩამოვედით ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების პროგრამის შესასწავლად, რაც ეხება გზების მშენებლობას და ა.შ. საქართველო მთიანი ქვეყანაა, ჩვენ აქ დიდ პოტენციალს ვხედავთ და განვიხილავთ ჩვენი ერთ-ერთი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას საქართველოში, იმდენად, რამდენადაც წარმოება გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ Tokyo Rope-ის თავმჯდომარე შიგეტო ტანაკამ.

 


Tokyo Rope მსოფლიოში ცნობილია მეტალის კონსტრუქციების, ქვების დამჭერი ბადეების, დაკიდული ხიდებისთვის განკუთვნილი ფოლადის ბაგირების წარმოებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი