ედუარდ შევარდნაძის სამებაში გადასვენებასთან დაკავშირებით თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
10-07-2014, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენებასთან დაკავშირებით ხვალ (11 ივლისი, 2014) თბილისის ერთ ნაწილში სატრანსპორტო მოძრაობაგარკვეული დროით შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 


"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების ცერემონიასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, 12:00 საათიდან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: კრწანისისა და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდი და აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის ქუჩა სამების ტაძრამდე", _ ნათქვამია განცხადებაში.

 


ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ედუარდ შევარდნაძის გამოსვენების დღეს, 13 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება მესხიშვილის ქუჩა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი