თერჯოლისა და ლატვიის რესპუბლიკის რუჟიენის მუნიციპალიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
04-05-2016, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლისა და რუჟიენის (ლატვიის რესპუბლიკა) მუნიციპალიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და რუჟიენის მუნიციპალიტეტის მერმა გუნთის გლადკინსკიმ. ამის შესახებ guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.


მათივე ცნობით, იმერეთის 5 მუნიციპალიტეტსა და ლატვიის ერთ–ერთი რეგიონის, ვიძემეს მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 3 მაისს ქუთაისის მერიაში გაფორმდა.


თანამშრომლობა თერჯოლისა და რუჟიენის მუნიციპალიტეტებს შორის შემდეგ სფეროებს მოიცავს: მყარი განვითარება, მეწარმეობა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, სპორტი, ჯანდაცვა, თანამშრომლობა პროექტებსა და ინვესტიციებში.


ლატვიის დელეგაციას, რომელიც თერჯოლას 2 მაისს ეწვია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს როგორც ისტორიული, ასევე გეოგრაფიული ძეგლები და მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი