თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის განცხადებით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის ცვლილების შემდეგ კიდევ 400-მდე ხე მოიჭრება.
"პროექტის მიმდინარეობისას უფრო ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი, ეს გულისხმობს როგორც ბუჩქოვან ნარგავებს, ასევე ხეებს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 50 ხის მოჭრაზეა გაცემული ნებართვა. გზის ძირითადი კონტური არ შეცვლილა, არც მიმართულებებია შეცვლილი, მოხდა გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო 5 კილომეტრიდან 1/3-ს ანუ, დაახლოებით 2 კილომეტრამდე მონაკვეთს“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.