“ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ამომრჩეველთა რაოდენობასა და სამოქალაქო რეესტრის 2016 წლის 1-ლი მაისისთვის დაფიქსირებულ მონაცემებს შორის არსებულ 650 ათასიან სხვაობაზე საუბრობს და ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.
„სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, 1-ელი მაისის მდგომარეობით საქართველოში 3 530 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. მათ შორის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 60 000, უმისამართო 30 000 და დაუდგენელი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. რეესტრის მონაცემებში არ არის ნაჩვენები რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი 98 000 ამომრჩეველი, რომლისთვისაც ხმის უფლება არავის წაურთმევია, ანუ სამოქალაქო რეესტრის განცხადებით, საქართველოში სულ 3 მილიონ 628 ათასი ამომრჩეველია. 2012 წლის მონაცემებით, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ დაფიქსირებული იყო 3 მილიონ 613 000 ამომრჩეველი, რაც 15 ათასით ნაკლებია დღეისთვის დაფიქსირებულ რაოდენობაზე“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მამუკა კაციტაძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა განსხვავებას სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებსა და სამოქალაქო რეესტრის მონაცემებსშორის. მისი თქმით, სტატისტიკის სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში სულ აღწერილია, 3 მილიონ 720 000 ადამიანი, მათ შორის, 18 წლამდე ასაკის 826 000 ადამიანი. ანუ ამომრჩეველთა რაოდენობა 2 მილიონ 894 000 ადამიანს შეადგენს.
მამუკა კაციტაძის განცხადებით, გარდა ამ პრობლემისა, სერიოზული საკითხია ის, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არის რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩეველი, რომელთა რაოდენობა 98 000 ადამიანს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.