ბოლო ორი წლის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში ორი მსხვილი, მრავალმილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა, - აღნიშნული განცხადება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ guardian.ge-სთან საუბარში გააკეთა.
გამგებლის თქმით, შეიქმნა „მემთექს ჯორჯია“, რომელმაც განახორციელა ერთი მილიონი ევროს ინვესტიცია და დაასაქმა 75 ადამიანი და ასევე ჩამოყალიბდა და გაფართოვდა სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერი“. კომპანია„მემთექს ჯორჯია“ სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს, ხოლო „იმერეთი გრინერი“ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. როგორც ფოცხვერია აღნიშნავს, მომავალში დაგეგმილია გრიბოედოვის ქუჩაზე 11 ჰექტარზე ლოჯისტიკის ცენტრის აშენება და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ვალერიანე ფოცხვერიას განცხადებით, მსხვილი ინვესტიციების გარდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცირე ბიზნესი ფინანსდება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ 5 000-10 000-15 000 ლარის ოდენობით, სამტრედიის მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა და დამწყებმა ბიზნესმენებმა დაფინანსება მიიღონ. მცირე ბიზნესის კეთებით დაინტერესებულ პირებს განცხადებები უკვე წარდგენილი აქვთ და კონკურსში გამარჯვებულებები შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ. გამგებლის ინფორმაციით, ანალოგიური პროექტით, წინა კონკურსზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების საწარმო დაფინანსდა.
სამტრედიის გამგებელი ამბობს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს სოციალური სფეროს დაფინანსება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი ხორციელდება, მათ შორის - მედიკამენტების შეძენა მოქალაქეებისათვის; მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება; მრავალშვილიანთა ყოველთვიური დახმარება; დიალეზზე მყოფთა ყოველთვიური დახმარება; დაუნის სინდრომით, ცერემბრალური დამბლით, აუტიზმით, ლეიკემიით, დიაბეტით 18 წლამდე ბავშვთა დახმარება; სტუდენტთა დახმარება; ახალშობილთა დახმარება; 100 წელს გადაცილებულ დღეგრძელთა დახმარება; სამამულო ომის მონაწილეთა დახმარება; სარიტუალო მომსახურება; შშმ პირთა დახმარება.
ვალერიანე ფოცხვერიას თქმით, 2015 წელს სამტრედიის ბიუჯეტი დამტკიცებული იყო 9 მილიონ 225 ათასი ლარით, ხოლო 2016 წელს ბიუჯეტი 9 მილიონ 944 ათასი ლარით დაიგეგმა. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი გაზრდილია 719 ათასი ლარით. პრიორიტეტი მიენიჭა ინფრასტრუქტურულ პროექტებს; კულტურას, რელიგიას და ახალგაზრდულ ღონისძიებებს; ძეგლთა დაცვის ორგანიზაციების დაფინანსებას; განათლებას; სოციალურ პროგრამებს; სპორტის განვითარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.