არსებობს საფრთხე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა დამტკიცებისთვის საჭირო 76 ხმა ვერ მიიღონ - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
დეპუტატის განცხადებით, დღევანდელ პარლამენტში 76 ხმა ადვილი მოსაპოვებელი არ არის და უმრავლესობის შიგნით ბევრი განსხვავებული პოზიცია არსებობს.
ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენამდე საჭირო იყო წინასწარი კონსულტაციების გამართვა.
მისივე თქმით, საკითხის სესიაზე გატანამდე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს, რა პროცესშიც უპრიანი იქნება პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა, რადგან ის უმრავლესობის პოლიტიკური ლიდერია და პროცესს შედეგობრივად გაადვილებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებისადმი მხარდაჭერის საკითხი პარლამენტში ღია საკითხთად რჩება. თვეზე მეტია, რაც ოფიციალურად პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგშია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის და ნონა თოდუას არჩევის საკითხი, თუმცა პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში, ამ თემაზე არ უმსჯელია და შესაბამისად, არც კენჭისყრა ჩატარებულა. კანდიდატების მოსმენა მხოლოდ კომიტეტებში გაიმართა და პროცესი წინ აღარ წასულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.