პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვაზე უარს აცხადებს
04-05-2016, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვაზე უარს აცხადებს - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბარისას პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძემ გააკეთა.

 

 

კოჟორიძის თქმით, მისთვის გაუგებარია უმრავლესობის წევრების განცხადება - საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით არ ვაჭრობს.

 

 

„ჩემთვის გაუგებარია განცხადება სამი მიზეზის გამო. პირველი - რადგან კანდიდატები უკვე დასახელებულია, მეორე - ამ კანდიდატების საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია და მესამე - პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები და კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართოს. ანდიდატების შერჩევა პოლიტიკური კონსულტაციების და შეთანხმებების საგანი არ უნდა გახდეს”, - განაცხადა კოჟორიძემ.

 

 

კითხვაზე, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუკი ქვეყნის პირველი პირის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს პარლამენტი ჩააგდებს, პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, წინასწარ ამის პროგნოზირება არ შეუძლია.

 

 

„ყოფილა შემთხვევები, როცა პარლამენტმა ესა თუ ის კანდიდატურა ჩააგდო, თუმცა შემდეგ იგივე კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია მსგავსი რამ. გაუგებარია ხოლმე პარლამენტის მოტივაცია“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

 

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებისადმი მხარდაჭერის საკითხი პარლამენტში ღია საკითხთად რჩება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი