ტრამპის კანდიდატურამ რესპუბლიკელები დაყო - ზოგიერთმა ხმის მიცემის სარეგისტრაციო ფორმები დაწვა
04-05-2016, 09:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობა თითქმის გაინაღდა, რესპუბლიკელები დაყოფილნი არიან იმასთან დაკავშირებით, დაუჭირონ თუ არა მხარი მას. ამის შესახებ BBC წერს.


ზოგიერთმა მათგანმა სოციალური მედიის მეშვეობით განაცხადა, რომ უარს ამბობს პარტიის წევრობაზე. მათ პროტესტის ნიშნად, ხმის მიცემის სარეგისტრაციო ფორმები დაწვეს. ზოგიერთი რესპუბლიკელი კი პირიქით, მხარს უჭერს ტრამპს და აცხადებს, რომ ის გაცილებით უმჯობესი კანდიდატია ჰილარი ქლინთონზე, რომელიც სავარაუდოდ დემოკრატების კანდიდატი იქნება.


როგორც BBC წერს, ტრამპი ძლიერ არაპოპულარულია შეერთებულ შტატებში ხმის მიმცემთა მნიშვნელოვან გაერთიანებებს შორის.


"თუ ჩვენ წარვადგენთ ტრამპს, გავნადგურდებით... და ჩვენ ამას დავიმსახურებთ," განაცხადა სამხრეთ კაროლაინას სენატორმა ლინზი გრეიამმა მას შემდეგ, რაც ტეხასის სენატორი თედ კრუზი საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა და პრეზიდენტობის კანდიდატობისკენ ტრამპს ფაქტობრივად, გზა გაუსუფთავა.


სხვებმა კი, მაგალითად ლუიზინას ყოფილმა გუბერნატორმა ბობი ჯინდალმა, რომელიც წარსულში დონალდ ტრამპის მკაცრი კრიტიკოსი იყო, განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში.


"ბევრი რამ არის ისეთი, რაც დონალდ ტრამპში არ მომწონს, მაგრამ ნებისმიერ დროს მე მას მივცემ ხმას, როდესაც საქმე ჰილარი ქლინთონს ეხება," ეს კი არი ფლაიშერმა, ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ დაბლიუ ბუშის პრეს-მდივანმა განაცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი