ეკა ბესელია "პატრიოტთა ალიანსის" მიერ მიღებულ შემოწირულობაზე: ასეთი ტიპის ტენდენციებს ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ
04-05-2016, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეკა ბესელია ”პატრიოტთა ალიანსის” მიერ პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულების მიღების საკითხს ეხმიანება.

 

 

”ასეთი ტიპის ტენდენციებს ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ და დასავლური ფასეულობები, რომელიც ქართულ იდენტობასთან სინთეზსა და თანხვედრაშია, უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ჩვენი მოსახლეობის უმეტესობისთვის. ვფიქრობ, ის, რაც კეთდება საგარეო პოლიტიკის კუთხით, ამას ემსახურება, ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვანაირად უნდა შევხედოთ ამ პრობლემას. მე არ ვამბობ, რომ საფრთხეს წარმოადგენს ”პატრიოტთა ალიანსი, თუმცა პრორუსული განწყობების კუთხით არსებული ტენდენცია მიზეზებშია დასანახი და არა ის, რომ ”პატრიოტთა ალიანსი” გავაიგივოთ ამ ყველაფერთან”- აღნიშნა ბესელიამ.

 

 

მიმდინარე წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულების სახით, ჯამში, 604 747 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 268 500 ლარი ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ერიცხება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი