ჩხატარაშვილი ზურაბ ადეიშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების უშუალო შემსწრე იყო
04-05-2016, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივ ბრძანებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესზე დაკითხული დავით ჩხატარაშვილი ადეიშვილის დანაშაულებრივი ბრძანების უშუალო შემსწრე იყო.

 

ნადარეიშვილმა წამების, არაადამიანური მოპყრობის, დანაშაულის პროვოცირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა არიან, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა, რომელზეც მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი დაიკითხა.

 

პროკურორის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ დეტალურად აღწერა ის თათბირი, რომელიც იმჟამინდელ იუსტიცის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან გაიმართა და რომელსაც ჩხატარაშვილთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა ესწრებოდა. ნადარეიშვილი განმარტავს, რომ სწორედ ამ თათბირზე მიიღო გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილმა, რომ მომხდარიყო დანაშაულის პროვოცირება და ინსცენირება, თითქოსდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოპოზიციური ძალების შეკვეთით ხდებოდა ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გადაღება.

 

„ეს კადრები შემდგომში უნდა მიწოდებოდა საზოგადოებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილი ვითარების გადასაფარად. ეს ქმედებები დაიგეგმა ზურაბ ადეიშვილის მიერ და განახორციელა დავით ჭაკუამ, რაც შემდგომში საზოგადოებამ უკვე იხილა. საუბარია პატიმრების - წოწორიასა და გრიგორიანის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც წინასწარ იყო დადგმული ერთადერთი მიზნით, რომ ყველაფერი იმჟამინდელ ოპოზიციურ ძალებს დაბრალებოდა.

 

მოსალოდნელი კადრების გავრცელების საპასუხოდ უნდა შექმნილიყო ასეთი კადრები, რათა საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, რომ ასეთ ფაქტებს სასჯელაღსრულების სისტემაში რეალურად ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

პროკურორი ასევე განმარტავს, რომ იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მხრიდან, დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის ძირითადი არსი სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მანკიერი პრაქტიკის გადაფარვა იყო. „მიზანი იყო როგორმე არსებული რეჟიმის უფრო დადებით კონტექსტში წარმოჩენა და სისტემისთვის „ნამუსის მოწმენდა“, რაც ფაქტობრივად განხორციელდა კიდეც, თუმცა გარკვეულმა მოვლენებმა ამ დანაშაულებრივ გეგმას ხელი შეუშალა. თუნდაც ციხეში წამების კადრების გავრცელებამ და ხელისუფლების ცვლილებამ. ამჟამინდელი გამოძიებით კი ნათელი მოეფინა თუ, რა, როგორ, რა ვითარებაში იყო დაგეგმილი, ვის რა დანაშაულებრივი როლი ჰქონდა, ადეიშვილის მიერ მოფიქრებულ სქემაში“, - განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას ბრალდების საქმეზე, რომელიც წამების, არაადამიანური მოპყრობის, დანაშაულის პროვოცირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი დაიკითხა. ჩხატარაშვილმა განმარტა, რომ ერთ-ერთ თათბირზე ზურაბ ადეიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამების ფაქტების გამოვლენის მიზნით, დავით ჭაკუას დაავალა, რომ კონკრეტულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს მოეხდინათ რომელიმე პატიმრის ცემა და ამის გადაღება უნდა მომხდარიყო, რათა გამოძიებას ჰქონოდა კონკრეტული მტკიცებულებები პატიმრების წამებასთან დაკავშირებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი