კანადის ალბერტას პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ფორტ მაკმერის ყველა - 88 000 მცხოვრები ხანძარმა იძულებული გახადა, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა და გაქცეულიყო.
კანადის ოფიციოზმა განაცხადა, რომ ცეცხლმა შესაძლოა ქალაქის დიდი ნაწილი გაანადგუროს და მომავალი 24 საათი გადამწყვეტი იქნება.
BBC -ს ცნობით, კვირას გაჩენილმა ცეცხლმა, რომელიც სწრაფად ვრცელდება, ფორტ მაკმერიში უკვე 1 600 შენობა გაანადგურა. ალბერტას ისტორიაში ეს იყო ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია.
ახლომდებარე სანავთობო კომპანიები იძულებული გახდნენ შეემცირებინათ პროდუქციის გამოშვება. ზოგიერთმა ფირმამ, რომელიც ალბერტას სანავთობო ქვიშების რეგიონში ფუნქციონირებს, მილსადენების ნაწილი დახურა.
ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია, არიან თუ არა ხანძრის შედეგად დაშავებულები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.