გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას ახალი საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ
05-05-2016, 01:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას ახალი საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს გადაცემა „არჩევანში“ საწარმობის შესახებ ინფორმაციის კარგად მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება. მე მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ კომპანიების თაობაზე ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქებმა იცოდნენ, რომ თითოეული ასეთი პროექტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ძალიან ხშირად ალბათ საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიტანა. მინდა მადლობა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, რომ მან საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმოადგინა რამოდენიმე პროექტი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მე მინდა ყველა თქვენგანს მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ“, - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი