მთავრობა ახმეტის, თუშეთის, მესტიისა და მულახის განვითარების ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გულისხმობს საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.
„სივრცითი მოწყობა არის ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ინიციატივა. ამ მიმართულებით ჩვენ დღეს ვიწყებთ ახმეტის, თუშეთის, მესტიის და მულახის განვითარების ღონისძიებათა შესახებ გადასადგმელი ნაბიჯების განხილვას და პაკეტის დამტკიცებას. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისების მიზნით, დღეს ვიწყებთ განვითარების და ამ მიმართულებების სივრცითი ტერიტორიული მოწყობის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას. ამ დოკუმენტის მიხედვით მოხდება გეგმური, კანონზომიერი განვითარება, რათა ერთი მხრივ, მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის და იქ არსებული უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნება, მეორე მხრივ, განვითარდეს ტურისტული პოტენციალი. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ან უფრო ადრე ეს დოკუმენტი იქნება მზად, რაც იქნება განვითარების საგზაო რუკა ამ ორი მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.